სამუშაო ადგილების (85 %) მომსახურების სფეროზე მოდის. იმის მიუხედავად, რომ მრეწველობა ქალაქის საზღვრებს სულ უფრო შორდება, ასი ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა მაინც შეუძლია პარიზელთათვის. ამდენიმე სამუშაო ადგილი მოდის მცირე საწარმოებზე - სერვისის სფერო (35 %), წარმოება (30 %), მშენებლობა (20 %) და კვება (15 %).
განვითარებულია ტურისტული ბიზნესიც: 2007 წელს ჩინელმა ტურისტებმა 79 მლნ ევრო დახარჯეს პარიზის უბეგრო მაღაზიებში, იაპონელებმა 87 მლნ ევრო, რუსებმა 72 მლნ ევრო, ამერიკელებმა 71 მლნ ევრო.
პარიზში ფრანგული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვადასხვა სახის საფინანსო დაწესებულებების დიდი ნაწილია განლაგებული. საფრანგეთის უმთავრესი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც უმთავრესად პარიზშია თავმოყრილი: Vivendi Universal, Groupe Lagardère, Groupe TF1. პარიზშია ასევე უმსხვილესი ყოველდღიური გამომცემლობა "Le Figaro", "Le Monde", "Libération", და კიდევ არაერთი გამოცემა.
დღეისათვის პარიზი (50-60-იან წლებში გახსნილი ბიზნეს-გარეუბან დეფანსიანად) ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს.
ფრანგული და საერთასორისო ფირმების დიდი ნაწილის ქალაქში თავმოყრის წყალობით, პარიზი ეშპ თითქმის მესამედს უზრუნველყოფს. უმუშევრობის დონე ტოლია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის საშუალო დონისა.
No comments:
Post a Comment