პარიზის საზღვრები ე.წ. პერიფერიული ბულვარით-რკალური ავტოსტრადით არის შემოფარგლული. ხანდახან პარიზის დასავლეთით მდებარე
ბულონის ტყესა და აღმოსავლეთით გაშენებულ
ვენსენის ტყესაც ქალაქის ტერიტორიას აკუთვნებენ. ამ ტყეპარკების ჩათვლით, ქალაქის მოედანი 105 კმ²-ს შეადგენს, მათ გარეშე კი 87 კმ² -ს.
სენა პარიზს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით ჰკვეთს, მარჯვენა, ჩრდილოეთ ნაპირზე
მონ-მარტრის ბორცვები ჭარბობს. მარცხენა ნაპირის ვერტიკალად კი
მონპარნასი გვევლინება. ქალაქის ცენტრში მდინარე სენა ოთხად განიტოტება და ორ კუნძულს-
სიტესა და
სენ-ლუის ჰქმნის. კიდევ ერთი კუნძული
ლებიაჟი ბორცვების სამხრეთით მდებარეობს.
No comments:
Post a Comment